რატომ?

კარგი შეკითხვაა.

ერთ დღეს, ერთ ვებ დეველოპერს დასჭირდა დომეინი, რომელიც გაუმარტივებდა სერვერებზე „ჩხირკედელაობას“.

მაგალითად, მოგინდა IRC-ის, მეილის სერვერის, bot-ის ან crawler-ის აწყობა. ამ ყველაფერმა ხომ უნდა იმუშაოს სერვერზე?

სერვერზე შესვლას ssh უნდა. ssh-ს, თავის მხრივ, სერვერის მისამართი უნდა, ანუ რიცხვების კომბინაცია. ამ კომბინაციების დამახსოვრებას ხომ ჯობია, რომ ერთი მარტივი და მოკლე დომენი გქონდეს, რომელიც არ დაგავიწყდება?

აი, რატომ. აქ არაფერი პროფესიონალური დონის არ დაიდება.